ნებსითი იმპერატივი

ნებსითი იმპერატივი
ეს მოვლენა სწორედ მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა რელიგიური პლურალიზმი იმარჯვებს. საინტერესო ამბავია - კათოლიკე მიმომხილველები ტერმინ ,,პროტესტანტიზაციას” მაშინ მიმართავენ, როცა მათ ეკლესიაში მიმდინარე პროცესების აუგად მოხსენიება სურთ. უმეტესად კი ეს ეკლესიის შიდა სოციალურ ცვლილებებს შეეხება - საერო პირთა მზარდ გავლენას, ეკლესიის ფაქტიურად დენომინაციურ ერთეულად ქცევას, და რაც მთავარია, გარკვეულ დოქტრინალურ ცვლილებებს - როგორიცაა აღმსარებლობის თავისუფლების თეოლოგიური საფუძველდება. ისიც აღსანიშნავია - ის ორი პიროვნება, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ამ ნორმების დამკვიდრებაში ვატიკანის II საბჭოზე, სწორედაც რომ თანამედროვე დემოკრატიის გულისგულის წარგზავნილები იყვნენ: ჯაკ მარიტენი საფრანგეთიდან და ჯონ კორტნი მიურეი - ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
Source: თავისუფლება № 5(41)მაისი - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2005წ.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»